დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბულგარეთი ევროზე გადასასვლელად ემზადება

ბულგარეთი ევროზე გადასასვლელად ემზადება

08-08-2024 19:00:00

ბულგარეთის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანაში მიმოქცევაში ევროს შეტანის პროცედურას არეგულირებს.

კერძოდ, კანონი განსაზღვრავს ახალი ვალუტის მიმოქცევაში შემოტანის პრინციპებს, წესებსა და პროცედურებს და განსაზღვრავს გარდამავალ პერიოდს, რომელიც საშუალებას აძლევს მოსახლეობას მოერგოს ახალ ვალუტას.

ევროსა და ბულგარული ლევის ორმაგი მიმოქცევის პერიოდი ერთიანი ევროპული ვალუტის შემოღებიდან ერთი თვე იქნება. ბულგარეთის სახალხო ბანკი ვალდებულია გაცვალოს ბანკნოტები და მონეტები ევროში უფასოდ, შეუზღუდავი რაოდენობით და ვადის გარეშე, ოფიციალური კურსით. ევროს შემოღებიდან ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში პროდუქციაზე ყველა ფასი უნდა იყოს მითითებული ორ სავალუტო ერთეულში.

ბულგარეთში ევროს მიმოქცევაში შესვლის თარიღი ჯერჯერობით იურიდიულად არ არის განსაზღვრული, ის ევროკავშირის საბჭომ უნდა განისაზღვროს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები