არქტიკული ყინულის დნობის შესანელებლად, ზოგიერთი კომპანია კონცენტრირებას ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფაზე აკეთებს.
სტარტაპმა Real Ice-მა უფრო პირდაპირი მიდგომა აირჩია და მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელმაც უნდა აღადგინოს არქტიკული ყინული და გაზარდოს მისი სისქე.
ბოლო 30 წლის განმავლობაში, რეგიონში ყინულის უძველესი და სქელი ადგილები 95%-ით შემცირდა. ყინული აუცილებელია ატმოსფეროში სითბოს ასახვისთვის. თუ ის დნება, ტემპერატურა მატულობს და ზღვის დონე იზრდება.
„ეს ეხება ეკოსისტემის შენარჩუნებას. ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ ყინულის მოცულობა, რაც ახლა გვაქვს, დაახლოებით 4 მილიონი კვადრატული კილომეტრი ზაფხულის ბოლოს. და თუ წარმატებას მივაღწევთ, გვსურს აღვადგინოთ 1980-იანი წლების დონე, 7 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტრზე“, - Real Ice-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს ანდრეა ჩეკოლინი.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის