დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა

04-06-2024 11:08:00

2024 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7 პროცენტით გაიზარდა და 48.9 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 17.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.6 პროცენტით მეტია.

2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 69.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 14.3 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 16.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.
მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 47.8 პროცენტი, საშუალოზე - 24.0 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 28.2 პროცენტი.

2024 წლის I კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 25.8 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.0 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 16.0 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტი) შეადგინა.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები