ბაზრის ახალი ლიდერია დეილი ჯგუფი ბრენდული ქსელების შემოსავლის 27.6%-ით, ხოლო მთლიანი ბაზრის 9.8%-იანიწილით. 2024 წელს, ბაზრის ტოპ 20-ეულში შემავალი რამდენიმე კომპანია გაერთიანდა, - ამის შესახებ galt & Taggart-ის FMCG ბაზრის კვლევაშია აღნიშნული.
ერთი ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანდნენ შპს ფუდმარტი (ბრენდებით სპარი, იოლი და კალათა), შპს დეილი, შპს გვირილა რითეილი (გვირილა) და შპს რითეილ ჯგუფი (მაგნიტი). შედეგად, დეილი ჰოლდინგი ფლობს 1,600-ზე მეტ მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით.
2024 წლის 10 თვის გაყიდვებში, დეილი ჯგუფი ქსელური ბაზრის 27.6%-ს იკავებს. მეორე ადგილზეა ნიკორა, 17.0%-იანი წილით, ხოლო მესამეზე 2-ნაბიჯი 16.8%-იანი წილით.
ჯამში ტოპ-3 კომპანია ორგანიზებული ბაზრის 61.3%-ს იკავებს, ხოლო დანარჩენი 38.7% მოდის შედარებით მცირე ზომის 40 ქსელურ მაღაზიაზე.
2024 წელს FMCG ბაზრის ზომა 23.3 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც წლიურად 9.5%-იანი ზრდაა. 2024 წელს FMCG სექტორის შემოსავლების ზრდა ძირითადად მოთხოვნის ფაქტორით არის განპირობებული, რადგან ფასისმიერი ეფექტი მინიმალურია. აღსანიშნავია, რომ ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით იზრდება - 2024 წელს ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა წლიურად 14.9%-ით 9.5 მლრდ ლარამდეა მოსალოდნელი, ხოლო სხვა ფორმატების ზრდა 6.1%-ის დონეზე. შედეგად, ბრენდული ქსელების წილი 40.7%-ია, რაც დინამიკაში მზარდია.
უახლესი
41 წუთის წინ
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება