დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზისბანკის მხარდაჭერით დეველოპერი 22-ის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

ბაზისბანკის მხარდაჭერით დეველოპერი 22-ის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

07-03-2024 12:23:00

ბაზისბანკის მხარდაჭერით დეველოპერი 22-ის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა წარმატებით დასრულდა. კორპუსი მდებარეობს სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქ. #5-ში და გამოირჩევა მშენებლობის უმაღლესი ხარისხით და მყუდრო ადგილმდებარეობით.

12-სართულიანი საცხოვრებელი სახლი მშვიდ საცხოვრებელ გარემოს ქმნის. კორპუსის მობინადრეები ისარგებლებენ კეთილმოწყობილი ტერიტორიით და გამართული  ინფრასტრუქტურით, მათ შორის გარე ავტო ფარეხებით.

დეველოპერული კომპანია გამოირჩევა წარმატებული გამოცდილებით ქართულ სამშენებლო ბაზარზე, მის პორტფელშია მრავალი დასრულებული და რეალიზებული საცხოვრებელი კორპუსი. უძრავი ქონების დეველოპმენტთან ერთად, მისი პირორიტეტებია მშენებლობის პროცესში მაღალხარისხიანი სამშენებლო მასალების გამოყენება. სამშენებლო ვადების დაცვა. უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა მშენებლობის ყველა ეტაპზე.

დეველოპერი 22-ის კორპუსის 41.4 კვ.მ-დან საცხოვრებელი ფართები, თეთრი კარკასის მდგომარეობაში ბარდება მომხმარებელს. ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.

დეველოპერი 22-ის შესახებ დეტალებს გაეცნობით აქ – დეველოპერი 22

ბაზისბანკის იპოთეკური სესხით სარგებლობა შეგიძლიათ ონლაინ

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები