დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზისბანკი, 2024 წლის საუკეთესო კორპორატიული ბანკია საქართველოში

ბაზისბანკი, 2024 წლის საუკეთესო კორპორატიული ბანკია საქართველოში

04-11-2024 11:26:00

Global Banking & Finance Awards-ის პრესტიჟულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ბაზისბანკი 2024 წლის საუკეთესო კორპორატიულ ბანკად დასახელდა.

აღნიშნული საერთაშორისო აღიარება, საქართველოს საბანკო სექტორში, კიდევ მეტად ამყარებს ბაზისბანკის, როგორც ლიდერი და დინამიურად მზარდი ფინანსური ინსტიტუტის პოზიციას. ჯილდო ხაზს უსვამს ბაზისბანკის მიერ უმაღლესი ხარისხისა და კლიენტზე ორიენტირებული გადაწყვეტების მიწოდებას, რომლებიც ადგილობრივი ბიზნესის საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული.

ბაზისბანკის მიერ, 2024 წელსაც გაგრძელდა სტრატეგიული მიზნებისკენ თანმიმდევრული სვლა, კიდევ მეტად გაფართოვდა კორპორატიული ბიზნეს სექტორის ზრდის მხარდაჭერა და ბიზნესის დაკრედიტებით კვლავ მყარად პოზიციონირებს ქვეყნის უმსხვილესი ბანკების სამეულში.

„ბაზისბანკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას კორპორატიული მომხმარებლების ინდივიდუალური საჭიროებების მიგნება, ინოვაციური და მათზე მორგებული ფინანსური სერვისების შეთავაზება წარმოადგენს, რაც თავის მხრივ მხარს უჭერს ბიზნესის მდგრად განვითარებას. ბანკის ფუნქციური, გუნდური ორგანიზაციული სტრუქტურა ხაზს უსვამს მომხმარებლის ინტეგრირებულ გამოცდილებას, რომელიც შემდგომ მის მოქნილ და ძლიერ სამუშაო პროცესში აისახება, სადაც სისწრაფე და ეფექტიანობა პრიორიტეტულია. ბაზისბანკი ყოველწლიურად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და კორპორატიულ საბანკო სფეროში იმყარებს ლიდერის პოზიციებს, აღნიშნული ზრდა კი უზრუნველყოფს ბანკის მხრიდან ბიზნესის მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებას, მათზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების  დანერგვით. - Global Banking & Finance Review-ის რედაქტორი ვანდა რიჩი.

„ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა Global Banking & Finance Awards-ის საერთაშორისო აღიარება, როგორც წლის საუკეთესო კორპორატიული ბანკი. აღნიშნული ჯილდო, ბაზისბანკის მიერ ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული საუკეთესო პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების უზრუნველყოფის კიდევ ერთი დადასტურებაა. მხარს ვუჭერთ ჩვენი კლიენტების ფინანსურ სტაბილურობასა და კეთილდღეობას, ჩვენს მიერ მიწოდებული პრაქტიკული და ეფექტიანი ფინანსური გადაწყვეტების მეშვეობით. საბანკო სფეროში წარმატებული მოღვაწეობის 30 წლიანი ისტორიით, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, ვიყოთ გრძელვადიანი პარტნიორი, რომელიც ზრუნავს და ინდივიდუალურად ემსახურება თითოეულ მომხმარებელს. ჩვენს ერთ-ერთ უპირატესობას ლოიალური, გრძელვადიანი ბიზნეს პარტნიორები წარმოადგენენ, რომელთა დიდი ნაწილი წლების განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერით ვითარდება.“ - ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.

 

საერთაშორისო რეიტინგული გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ჯილდოები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად გადაეცემათ საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის კონკრეტულ სფეროებში გამორჩეულ კომპანიებს საუკეთესო შედეგების, სტრატეგიული მიღწევებისა და დანერგილი ინოვაციების შესაბამისად. Global Finance მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები