დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზარზე პროფესიონალი მებაღეების დეფიციტია - „ანემონეს“ მფლობელი გამოწვევებზე

ბაზარზე პროფესიონალი მებაღეების დეფიციტია - „ანემონეს“ მფლობელი გამოწვევებზე

30-10-2024 16:00:00

ცოცხალი მცენარეების მაღაზია-სალონი Anemone • ანემონეს“ მფლობელი  ანი  არველაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე პროფესიონალი მებაღეების დეფიციტია. 

„კადრების დეფიციტი არის, რადგან ცოტა პროფესიონალი გვყავს. ერთად-ერთი საპატრიარქოსთან არსებული უნივერსიტეტია, სადაც ასწავლიან სპეციალობა მებაღეობას.  ჩვენი კომპანიის „ოქროს მებაღეები“ სულ დაკავებულები არიან“, - ამბობს ანი არველაძე. 

მისი ინფორმაციით,  „ანემონემ“  დაამატა ბაღის მოვლის სერვისიც და გამოიკვეთა, რომ პროფესიონალი მებაღის მომსახურებაზე მოთხოვნა მზარდია. 

„მცენარეს სჭირდება სპეციფიკური მოვლა, როცა კომპანიას ვამწვანებთ მოვლის სერვისსაც ვთავაზობთ“, - ამბობს მეწარმე. 

ცოცხალი მცენარეების მაღაზია-სალონი Anemone ადგილობრივ ბაზაზე 7 წელია ოპერირებს. 

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანი არველაძე Business Insider Georgia -ამბობს, „ანემონეს" გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს მწვანე და ჯანსაღი გარემოს შექმნაში, ამიტომ მუდმივად ცდილობს საინტერესო და ღირებული პროექტების შექმნას. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები