დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზარზე მაღალხარისხიანი ვაშლის დეფიციტია, ვცდილობთ, ეს დანაკარგი შევავსოთ - „ტირიფონის ბაღები“

ბაზარზე მაღალხარისხიანი ვაშლის დეფიციტია, ვცდილობთ, ეს დანაკარგი შევავსოთ - „ტირიფონის ბაღები“

24-10-2023 09:00:37

სავაჭრო ნიშანი ,,გორჯი“, რითაც ,,ტირიფონის ბაღებში“ მოყვანილი ვაშლი იყიდება, შეიძლება კომპანიის სახელწოდება გახდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ გოჯიაშვილმა განაცხადა

„ვგეგმავთ, რომ წლის ბოლოსთვის ბაღების კომპანია და სამაცივრე მეურნეობის კომპანია გავაერთიანოთ. ,,გორჯი“ არის ჩვენი სავაჭრო ნიშანი, ასეც დარჩება, მაგრამ შეიძლება კომპანიის სახელწოდებაც გახდეს. ამაზე მუშაობა მიდის, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, მზად ამ სიახლისთვის წლის ბოლომდე ვიქნებით“, - აღნიშნა გოჯიაშვილმა.

კომპანიამ ვაშლის ინტენსიური ბაღების გაშენება გორის სოფელ კვარხითში 2014 წელს დაიწყო და დღეისთვის 31 ჰექტარზე სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით აღჭურვილ ბაღებში 7 სახეობის ვაშლი და 2 სახეობის მსხალი მოჰყავს. ვაშლის მოყვანას კომპანია Global GAP-ით სტანდარტით ახორციელებს და შესაბამისი სერტიფიკატიც აქვთ.

ზურაბ გოჯიაშვილის თქმით, წელს ვაშლის მთელ მოსავალს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდიან, რის გადაწყვეტილებაც სექტორში არსებული პრობლემის გამო მიიღეს.

„წელს ექსპორტს არ ვგეგმავთ, ვინაიდან ადგილობრივ ბაზრებზე სიტუაცია სახარბიელო არ არის. ამ გადაწყვეტილებით ვცდილობთ, რომ ქართველ მომხმარებელს შევთავაზებთ ჩვენი მაღალი ხარისხის პროდუქცია. ცნობილია, რომ უამინდობამ დაავადებების გავრცელება გამოიწვია და მაღალხარისხიანი პროდუქტის დეფიციტი შეიქმნა. შევეცდებით, რომ ბაზარზე ეს დანაკარგი შევავსოთ, რამდენადაც ჩვენი წარმოების ფარგლებში შეგვეძლება“, - განაცხადა ზურაბ გოჯიაშვილმა.

რაც შეეხება ჯიშებს, გვაქვს: Gala, Red Delicious, Golden Delicious, Pinova, Red Jonaprince, Fuji.

ზურაბ გოჯიაშვილის ინფორმაციით, მოსავლიანობა წელს დაახლოებით 1200 ტონაზე მეტია, რაც წინა წლის მაჩვენებელს აღემატება.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები