დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში, „ლუკა პოლარემ“ ახალი  ფილიალი გახსნა

ბათუმში, „ლუკა პოლარემ“ ახალი ფილიალი გახსნა

27-03-2023 14:23:52

კაფე-სანაყინეების ქსელი  „ლუკა პოლარე“  ფართოვდება. ბრენდის ახალი ფილიალი ბათუმში საზეიმოდ გაიხსნა. აღნიშნული ობიექტი ბათუმში ლუკა პოლარეს რიგით მე-5 ფილიალია.

მოლში განთავსებული ფილიალი სტუმრებს ნაყინის და ცხელი და ცივი სასმელების სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს.

„ტრადიციას არ ვღალატობთ და სეზონს ამჯერადაც კარგ სიახლით ვიწყებთ. მიმდინარე წლის გაფართოვების გეგმა, სხვა დიდ პროექტებთან ერთად, ბათუმში ახალი ფილიალის გახსნას მოიაზრებს. აღნიშნული ფილიალი განთავსდება „მეტრო სითი-ში“ და დარწმუნებულები ვართ, სიახლით გავახარებთ როგორც ჩვენს ერთგულ სტუმრებს, ასევე მოლის ვიზიტორებსაც. ბათუმში ახალი ფილიალების დამატებასთან ერთდ, ბუნებრივია გაიზრდება ჩვენი თანამშრომლების რიცხვიც. ამ ეტაპისთვის დამატებით 10-მდე ადგილობრივი ახალგაზრდა შემოუერთდა ჩვენს გუნდს, რომლებმაც გადამზადების სრული კურსი უკვე გაიარეს,“  - აცხადებს კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი.

ცნობისთვის, „ლუკა პოლარე“ კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 80-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს.

ბრენდი უკვე 15 წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში 15 ფილიალით, ბათუმში - 5 , ქობულეთში - 1, ქუთაისში 1 და რუსთავში. 

იგივე თემაზე: 

„ლუკა პოლარე“ ექსპორტზე გადის

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები