2023 წლის მარტში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 16%-ით, 1,399 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 32%-ით და 63 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
recov-ის მონაცემების მიხედვით, ბათუმში 2023 წლის მარტში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ბათუმში 2023 წლის მარტში, მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე, მნიშვნელოვნად, 101%-ითაა გაზრდილი.
მედიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რაოდენობის 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ეკონომ სექტორში მაჩვენებელი დაახლოებით იგივე დარჩა.
ბათუმში 2023 წლის მარტში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 909 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 12%-ით, 702 აშშ დოლარამდეა გაზრდილი.
უახლესი