დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმის ხელოვნური კუნძული დიდ მგრძნობელობას შექმნის ეკონომიკაში, როგორც ტურისტების, ისე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით - ბათუმის მერი

ბათუმის ხელოვნური კუნძული დიდ მგრძნობელობას შექმნის ეკონომიკაში, როგორც ტურისტების, ისე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით - ბათუმის მერი

06-06-2024 13:34:00

ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტი არის 100%-ით კერძო ინვესტიცია და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც არა მხოლოდ ბათუმს, რეგიონს და ქვეყანასაც სხვა სტატუსს შესძენს, - ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.

ამასთან, ბათუმის მერმა აღნიშნა, რომ ბათუმის ხელოვნური კუნძული დიდ მგრძნობელობას შექმნის ეკონომიკაში,  როგორც ტურისტების, ისე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. 

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ – უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ბათუმის ზღვისპირის სივრცეში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით კუნძულზე მოეწყობა საზოგადოებრივი პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, აკვაპარკები, სასეირნო პრომენადები, ზღვისპირა ბულვარი, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმრო და საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობები. კონცეფცია ითვალისწინებს, მსხვილმასშტაბიანი ინვესტიციების მოზიდვას და ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოებას, რაც ქალაქის არსებული განაშენიანებისგან განტვირთვას და მისი სანაპირო ზოლის გამაგრებას ნიშნავს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები