დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაკურცხის პროექტში სააგარაკე მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია - „ვინოთეკა ღვინის სოფლი“

ბაკურცხის პროექტში სააგარაკე მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია - „ვინოთეკა ღვინის სოფლი“

13-08-2024 11:00:00

ახალი პროექტი „ვინოთეკა" კახეთის შუაგულში, ბაკურციხეში განხორციელდება.

როგორც „ვინოთეკა ღვინის სოფლის“ პროექტის ხელმძღვანელი და მფლობელი გიორგი ხარიტონიშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, ეს არის ახალი შესაძლებლობა მომგებიანი ინვესტირებისთვის.

„ღვინის სოფლის დასახლება იქმნება ბაკურციხეში. დაახლოებით 72 მიწის ნაკვეთი იქნება საერთო ჯამში გაყიდვაში წარმოდგენილი. თითოეულ ნაკვეთზე გაშენებულია საფერავის მსხმოიარე ვენახი. პირველი შეთავაზებაა - ნაკვეთის შეძენა, სადაც მიყვანილია კომუნიკაციები: სასმელი წყალი და ელექტროენერგია. ასევე ყველა ნაკვეთი შემოღობილი იქნება მწვანე პანელური ბლოკით, რომ არ მოხდეს ქაოსური განაშენიანება. 

რაც შეეხება შემდეგ ეტაპებს, რომ შექმნა შენი ბინა და გქონდეს შენი აგარაკი, მომხმარებლებს საჩუქრად ვთავაზობთ ჩვენი არქიტექტურული ჯგუფისგან შექმნილ სახლის პროექტებს. ერთ-ერთის შერჩევის შემთხვევაში მომხმარებელსგადავცემთ სრულად დამუშავებულ პროექტს და ასევე შევთავაზებთ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას. მომხმარებელს შეუძლია მშენებლობის ვადის გადაწევა, ასევე შეუძლია სხვა სამშენებლო კომპანიის შერჩევა, თუმცა პროექტის მიხედვით შენობა არ უნდა იყოს ორ სართულზე მაღალი. მიწის ნაკვეთების ფართი 600-დან 1100 კვადრატულ მეტრამდე და 1 კვადრატული/მეტრის ღირებულება $14 შეადგენს“, - ამბობს გიორგი ხარიტონიშვილი.

„ვინოთეკა ღვინის სოფლის“ პროექტის A სექტორის გაყიდვები დაუწყო. როგორც პროექტის მფლობელი და ხელმძღვანელი აბობს, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. 

„მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. პირველი ბლოკის დაყოფა მალე დასრულდება და გასაყიდად წარმოდგენილია 9 ნაკვეთი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინარე გაყიდვები, ნაკვეთების დაჯავშნა. ამ ბლოკში უკვე 3 ნაკვეთი დაჯავშნილია. არის ინტერესი, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან“, - ამბობს პროექტის მფლობელი და ხელმძღვანელი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები