2024 წლის II კვარტალში ბაკურიანში 221 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.7%-იანი ზრდაა. როგორც Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული ბაკურიანისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2 ) მთლიანი გაყიდვების 71.4% შეადგინა. ამასთანავე, გაყიდული ბინების 53.0% საშუალო ფასის სეგმენტიდან იყო ($1,001 – 1,500). ბაკურიანში ამჟამად 13 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს პირველად ბაზარზე.
„2024 წლის II კვარტალში ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 7.8%-ით გაიზარდა და $1,092/მ2 -ს გაუტოლდა. ბაკურიანში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 10.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 14.7%- იანი ზრდაა“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.
უახლესი
22 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით