მინერალური წყალი „ბაკურიანი“ საქართველოს ქალაქების პოპულარიზაციას აგრძელებს.
ამჯერად ბრენდმა ეტიკეტებზე საქართველოს რვა ქალაქის ამსახველი ილუსტრაციები გადაიტანა და ადგილობრივ მომხმარებელს და ტურისტებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სიმბოლოდ ქცეული ადგილები კიდევ ერთხელ შეახსენა.
„ბაკურიანის“ ახალ, ფერად ეტიკეტებზე მომხმარებელი იპოვის საყვარელი ქალაქების - თბილისის, რუსთავის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის და მესტიის ავთენტურ ადგილებს, ხოლო ჩვენი ქვეყნის სტუმრები გაეცნობიან სხვადასხვა კუთხისთვის დამახასითებელ უნიკალურ კულტურას და ცხოვრების წესს, რომელსაც თითოეული ეტიკეტი აერთიანებს.
ილუსტრაციებზე ასახული შენობები უამრავ ისტორიას ინახავს, ამიტომ მოგზაურობა და თავგადასავალი „ბაკურიანის“ ეტიკეტებზე დაუსრულებლად გრძელდება.
თბილისური აივნები, უძველესი აბანოთუბანი და თანამედროვე არქიტექტურა - ასეა წარმოდგენილი „ბაკურიანის“ ილუსტრაციაზე, საქართველოს დედაქალაქი. ძველი და თანამედროვე იერსახითაა ასახული საქართველოს მემატიანე ქალაქი - ქუთაისი. ზღვისპირა ქალაქის ცხოვრების სტილს ბათუმი აცოცხლებს. ღვინის სამშობლოდ წოდებულ კახეთს - თელავი წარმოადგენს, ხოლო სამეგრელოს - მისი მარგალიტი ზუგდიდი. ახალგაზრდა ქალაქი რუსთავი მისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით და შენობებითაა წარმოდგენილი. ციხესიმაგრეებით ცნობილი ახალციხის ისტორიას, უძველესი ძეგლები გვიყვება, სვანეთის ისტორიას კი - მისი განუყოფელი სიმბოლო, კოშკები და მწვერვალები. ამ ქალაქებს თუ კარგად გაიცნობთ, უფრო შეგიყვარდებათ. ბრენდის კომუნიკაციაც ამ ადგილების უკეთ გაცნობას ეფუძნება.
„ეს პროექტი „ბაკურიანმა“ უკვე მეორედ განახორციელა და ამჯერად ეტიკეტზე საქართველოს რვა ქალაქი გადაიტანა. მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ილუსტრირებული ეტიკეტებით მომხმარებელს კიდევ ერთხელ ახსენებს საქართველოს ქალაქებს და იმ უნიკალურ ადგილებს, რომლებიც ყველას სიამაყის საფუძველს აძლევს. ილუსტრირებულ ეტიკეტზე დატანილი QR კოდის დასკანერებით კი ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, საქართველოს ქალაქებზე წარმოდგენა მარტივად შეექმნებათ და იმედი გვაქვს, რომ ამ ადგილების ნახვის სურვილიც გაუჩნდებათ“, - აცხადებს „ბაკურიანის“ - ბრენდ- მენეჯერი ანი გრიგოლია.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისთვის ილუსტრაციები, მხატვარ-ილუსტრატორმა მაია სუმბაძემ შექმნა, ხოლო ეტიკეტებზე მინერალური წყალი „ბაკურიანის“ დიზაინერმა - ანი ჭოღოშვილმა იმუშავა.
„ეს არის პატარა დეტალებით აწყობილი ქალაქები, მიყვარს დეტალებზე მუშაობა და ამიტომ სამუშაო სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა, მეც ბევრი უნიკალური რამ აღმოვაჩინე საქართველოს ქალაქებში, რაც აქამდე არ ვიცოდი. ობიექტებს „ბაკურიანის“ გუნდთან ერთად ვარჩევდი, ეს პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. თითოეული ქალაქიდან ავიღეთ დამახასიათებელი ადგილები - შენობები და ძეგლები, რომლებსაც სათითაოდ ვხატავდი და შემდეგ დახატული ილუსტრაციით ეტიკეტებზე პატარა ქალაქებს „ვაშენებდი." შენობების გარდა, ნახატებში სხვა დეტალებიცაა დამატებული, რაც ქალაქის ხასიათს უკეთ გადმოსცემს“, - ამბობს მხატვარ-ილუსტრატორი მაია სუმბაძე.
„პროექტზე მუშაობა, ჩემს კოლეგებთან ერთად რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და გავაგრძელეთ საქართველოს ქალაქების ილუსტრირებული სერია. ამჯერადაც, ჩვენი ამოცანა იყო, შეგვექმნა ფერადი და განსხვავებული ემოციები, რომლებიც ყველა მომხმარებელს სხვადასხვა ქალაქთან და ამ ქალაქისთვის დამახასიათებელ ადგილთან აკავშირებს. ილუსტრაცია მაია სუმბაძემ შექმნა, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მასთან ერთად მუშაობა და „ბაკურიანის“ ეტიკეტზე საქართველოს რვა ქალაქის გადატანა“, - განმარტავს „ბაკურიანის“ დიზაინერი ანი ჭოღოშვილი.
აღსანიშნავია, რომ კამპანიისთვის შექმნილია სპეციალური გვერდი, რომელზეც საქართველოს რვა ქალაქის ტურისტულ გზამკვლევს და ისტორიას გაეცნობით. გვერდს, ეტიკეტზე დატანილი QR კოდის საშუალებითაც ეწვევით და გაიგებთ თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ საქართველოში და რა უნდა ნახოთ ჩვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში. ილუსტრაციები „ბაკურიანის“ 0.5 ლიტრიანი შეფუთვისთვის შეიქმნა და ახალი სერია საქართველოს მასშტაბით უკვე ხელმისაწვდომია.
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება