ბოლო 7 წლის განმავლობაში ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტში ტვირთის გადაზიდვის მოცულობა ორჯერ გაიზარდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნატიგ შირინოვმა ბაქოში გამართულ მრავალმხრივ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ტრანზიტის საბაჟო პროცედურების (Data pipeline) გამარტივების პროექტს მიეძღვნა, სადაც ტრანსკასპიურ მარშრუტზე „ერთი ფანჯრის“ პრინციპის ამოქმედების საკითხი განიხილეს.
„პირველ ფაზაში ტვირთის გადაზიდვის სიმძლავრე შეადგენდა 15 მილიონ ტონას წელიწადში. ბოლო წლებში ჩვენ მივაღწიეთ სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვის მოცულობის ზრდას ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების გზით და ახლა მზად ვართ მეტი ტვირთის მისაღებად", - განაცხადა აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა