სამომხმარებლო ფასების ინდექსმა მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 111.7% შეადგინა, მათ შორის საკვები პროდუქტების, სასმელებისა და თამბაქოს პროდუქციაზე - 113.4%, არასასურსათო პროდუქტებზე - 110.6%, მოსახლეობისთვის გადახდილი მომსახურებზე - 110.2%.
ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი მიმდინარე წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით 99.6% იყო, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით - 108%.
მიმდინარე წლის აგვისტოში სურსათზე, სასმელებსა და თამბაქოს პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 99.1%, ხოლო გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 107.4% იყო.
გასულ თვეში არასასურსათო პროდუქტებზე სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 100%-ია, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 108,3%.
მოსახლეობის ფასიან მომსახურებაზე სამომხმარებლო ფასების ინდექსმა ივლისთან შედარებით 100.1%, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 108.9% შეადგინა.
უახლესი