სამომხმარებლო ფასების ინდექსმა აზერბაიჯანში 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 110.2% შეადგინა, მათ შორის სურსათზე, სასმელსა და თამბაქოს პროდუქტებზე - 111.4%, არასასურსათო პროდუქტებზე - 109.5%, მოსახლეობისთვის გაწეულ ფასიან მომსახურებაზე - 109,1%.
ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.
ინფორმაციის თანახმად, ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსი სექტემბერთან შედარებით 100.4%, ხოლო 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით 103.9% იყო.
უახლესი
1 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი