დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავსტრალია მსოფლიოში უდიდეს მზის ელექტროსადგურს აშენებს

ავსტრალია მსოფლიოში უდიდეს მზის ელექტროსადგურს აშენებს

28-08-2024 13:00:00

ავსტრალია-აზიის ელექტროსადგური ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე განთავსდება და 12000 ჰექტარს გააერთიანებს.

პროექტს სახელწოდებით Power Link, რომელიც ცოტა ხნის წინ ავსტრალიის მთავრობამ დაამტკიცა, განახლებადი ენერგიის კომპანია SunCable განახორციელებს. პროექტს კი ტექნოლოგიური მილიონერი და გარემოსდამცველი მაიკ ქენონ-ბრუკსი დააფინანსებს, წერს Interesting Engineering.

SunCable-ის თანახმად, პროექტი ჩრდილოეთ ტერიტორიისთვის 20 მილიარდ დოლარზე მეტ ეკონომიკურ სარგებელს გამოიმუშავებს და ყოველწლიურად შექმნის საშუალოდ 6,800 პირდაპირ და არაპირდაპირ სამუშაო ადგილს მთელი მშენებლობის განმავლობაში. პროექტის ფარგლებში სამუშაო სამუშაო ძალის პიკმა შესაძლოა 14,300 ადამიანსაც კი მიაღწიოს. ეს მაჩვენებელი გამოითვლება მშენებლობის პერიოდისა და 35 წლის ექსპლუატაციის მიხედვით.

ელექტროსადგური საათში ოთხ გიგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ორი დამატებითი გიგავატი, რომელიც წყალქვეშა კაბელით მიეწოდება სინგაპურს, დააკმაყოფილებს ქალაქ-სახელმწიფოს საჭიროებების დაახლოებით 15%-ს. დაახლოებით 40 გიგავატი შეიძლება ინახებოდეს ბატარეებში.

პროექტის საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება (FID) 2027 წელს იქნება მიღებული, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდება 2030-იანი წლების დასაწყისში დაიწყება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები