დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავიაბილეთების ფასი იზრდება

ავიაბილეთების ფასი იზრდება

02-08-2024 17:53:00

ავიაბილეთები გაძვირებას განაგრძობს. როგორც საქსტატის ოფიციალური მაჩვენებლებიდან ირკვევა, თვითმფრინავით მგზავრობა გავირდა როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში. უფრო კონკრეტულად, ივნისში ივლისთან შედარებით თვითმფრინავით მგზავრობის ფასი 8,59%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წლის ივლისში 2023 წლის ივლისთან შედარებით კი 34,40%-ით.

აღსანიშნავია, რომ ივლისში ავიაბილეთების ფასების ზრდა მიმდინარე წლის მაქსიმუმზეა, რადგანაც ივნისში ივლისთან შედარებით ფასები 32,41%-ით, ხოლო მაისში წინა წლის მასთან შედარებით კი 25,54%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსი თვითმფრინავით მგზავრობის ფასების ზრდა ასე გამოიყურება - წინა წლის შესაბამისი თვე=100

  • 2024 წლის იანვარი 2023 წლის იანვართან შედარებით - 103,14 
  • 2024 წლის თებერვალი 2023 წლის თებერვალთან შედარებით - 99,68 
  • 2024 წლის მარტი 2023 წლის მარტთან შედარებით - 108,29
  • 2024 წლის აპრილი 2023 წლის აპრილთან შედარებით - 129,18
  • 2024 წლის მაისი 2023 წლის მაისთან შედარებით - 125,54
  • 2024 წლის ივნისი 2023 წლის ივნისთან შედარებით- 132,41
  • 2024 წლის ივლისი 2023 წლის ივლისთან შედარებით - 134,40

  •  

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები