დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავეჯის როლი ინტერიერში – როგორ შეიძლება მოარგოთ ნებისმიერი სივრცე თქვენს კომფორტს

ავეჯის როლი ინტერიერში – როგორ შეიძლება მოარგოთ ნებისმიერი სივრცე თქვენს კომფორტს

02-09-2023 14:00:47

ზოგიერთი ჩვენგანისთვის სახლი თავშესაფარია, ვიღაცისთვის ოფისიც, სხვებისთვის კიდევ სახელოსნო და იდეების წყაროც. რა დატვირთვაც არ უნდა მივცეთ, ამ სივრცისთვის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი შეუცვლელია — სახლი კომფორტული უნდა იყოს.

კომფორტს კი ინტერიერის დიზაინისა და ჩვენი გემოვნების თანხვედრა ქმნის. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი იდეები სახლის მასშტაბს, მდებარეობას, სახლის ბუნებრივ განათებასა და სხვა დეტალებს ითვალისწინებდეს. ინტერიერის შემადგენელი ნაწილია ყველაფერი: კარის დიზაინით დაწყებული და დენის ჩამრთველებით დამთავრებული.

ძირითად ინტერიერს ქმნის ფერები, ტიხრები, განათება და ავეჯი. დაგეგმარებისას დაშვებულ შეცდომებზე საუბრისას ხშირად აღნიშნავენ, რომ ცალ-ცალკე მოსწონდათ ოთახების ზომაც, ფერიცა და ავეჯიც, მაგრამ ერთად ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც ფიქრობდნენ. ამის ხშირი მიზეზი კი არის არასწორად შერჩეული ავეჯი, რომელიც თავისთავად კარგია, მაგრამ არ ითვალისწინებს კონკრეტული სივრცის მასშტაბსა და ფერებს.

როგორც წესი, ავეჯი ინტერიერის დასკვნითი ნაწილია. მაშინ, როცა სხვა ყველაფერი გაკეთებულია, იწყება ინტერიერის ავეჯით შევსება. სწორედ მაშინ ვხვდებით, რა შეუძლია ავეჯს. სწორედ მაშინ ვხედავთ, რომ შესაძლოა, ავეჯმა ინტერიერი სრულიად გარდაქმნას.

ნებისმიერის ფართის სახლში შესაძლებელია, ავეჯის ისე შერჩევა, რომ იყოს კომფორტულიც და დატოვოს სივრცის შეგრძნებაც. 

გარდა ვიზუალური ნაწილისა, რომელიც საერთო ინტერიერს უნდა შეესაბამებოდეს, არსებობს ავეჯის მეორე მხარე — რამდენად მოსახერხებელია. ავეჯის კომფორტულობას ინდივიდუალურად ვსაზღვრავთ და აუცილებლად უნდა მოვარგოთ ჩვენს საჭიროებებს. ავეჯი, რომელიც ზუსტად ითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, სახლში ბრმად გადაადგილების საშუალებას გვაძლევს და მას ყველაზე საყვარელ ადგილად აქცევს.

თუკი განტვირთვის საშუალება საღამოს დივანზე წამოწოლა და ტელევიზორის ყურებაა, მნიშვნელოვანია, რომ დივანი იყოს მოსახერხებელი და მის წინ ტელევიზორიც კომფორტულ სიმაღლეზე განთავსდეს.

თუკი მზარეულობა ჰობი და დასვენების საშუალებაა, სამზარეულოს ავეჯს ბევრი შესანახი სივრცე, სწორად განაწილებული ნიჟარა, გაზი და მაცივარი უნდა ჰქონდეს. ბუნებრივია, ჰობი და სიამოვნების საშუალება მოუხერხებელი ავეჯის გამო სტრესად არ უნდა იქცეს.

მშვიდი ძილი უკლებლივ ყველასთვის სასიცოცხლოდ და საარსებოდ მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, საძინებელი პირადი სივრცეა, სადაც უამრავი ნივთი ინახება. ასევე, შესაძლოა, იქვე იყოს სამუშაო კუთხეც. სწორედ მისი მრავალფუნქციურობის გათვალისწინებით, ავეჯი ფრთხილად უნდა შეირჩეს. ყოველი დეტალი უნდა პასუხობდეს ჩვენს საჭიროებებსა და გემოვნებას. 

ავეჯის როლზე საუბრისას არსებობს კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი — როცა ძველ ავეჯს ახლით ვანაცვლებთ. მაშინ, როცა სახლში სივრცე, ფერები, განათება დიდი ხნის განაწილებულია და ჩვენც გარკვეულ ინტერიერს შეჩვეული ვართ, ავეჯის ცვლილებას ფაქტობრივად ახალ სახლში შევყავართ. ხანდახან ძველი ავეჯის ახლითა და კომფორტულით ჩანაცვლება გვაჩვენებს, რომ თურმე, კედლის საღებავის ან თუნდაც სახლის გამოცვლა სულაც არ გვჭირდებოდა. თურმე კომფორტული და ინტერიერს შეხამებული ავეჯია ის, რაც სიამოვნებისა და ხალისისთვის გვჭირდებოდა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ინტერიერის განახლების დროა, მაშინ ICR Home-ის მაღაზიებს უნდა ესტუმროთ 1-ლიდან 4 სექტემბრის ჩათვლით, სადაც SOLO მომხმარებლები დახარჯული თანხის 15%-ს დაიბრუნებთ. ICR Home-ის მაღაზიებში, რომლებიც აღმაშენებლის ხეივნის 25 ნომერსა და სითი მოლში (ქავთარაძის N1) მდებარეობს, ისეთი ბრენდების ავეჯი და სახლისთვის საჭირო სხვა ყველა ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორებიცაა Mobler Home, Kare, Laboratory My home, Naterial და Sleep & Bed.

არ დაგავიწყდეთ, რომ ქეშბექით ისარგებლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ SOLO ბარათით გადაიხდით საქართველოს ბანკის ტერმინალზე.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილ

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი


მსგავსი სიახლეები