ფრანგული ბულანჟერიის ცნობილი ბრენდი ,,აუგუსტი" ქსელს აფართოებს. როგორც Business Insider Geoorgia-ს „აუგუსტის“ თანადამფუძნებელმა ქრისტინე მორჩილაძემ განუცხადა, აპრილში კომპანია კიდევ ერთ ფილიალს თბილისში, ბელიაშვილის 43 ნომერში გახსნის, სადაც მომხმარებელს გარდა სტანდარტული ასორტიმენტისა, ასევე ადგილზე დამზადებული არტიზანული პიცა დახვდება.
„2023 წელს გავხსენით ორი ფილიალი, აღმაშენებლის გამზირსა და კრწანისის ქუჩებზე. ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით და რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან დავიწყეთ თანამშრომლობა. აუგუსტი დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე დიდ საწარმოებს აერთიანებს, როგორიცაა პურ-ფუნთუშეულის საწარმო და სამზარეულო, ასევე ვფლობთ ხილის გადამამუშავებელ საწარმოს.
ჩვენს ფილიალებში იყიდება კომპანიის მიერ წარმოებული კომპოტი, ჯემები, წვენები და ხილის სხვა ნაწარმი. საწარმოში მზადდება არტიზანული პური, ფრანგული ხაზი-კრუასანები, ფუნთუშები, სალათები და სენდვიჩები, რომლებიც ყოველდღე, დღეში ორჯერ იგზავნება აუგუსტის ფილიალებში“, - ამბობს ქრისტინე მორჩილაძე.
ამ ეტაპზე აუგუსტი 7 ფილიალით არის წარმოდგენილი. კომპანია 90 ადამიანს ასაქმებს და 5 წელია რაც ბაზარზე ოპერირებს.
უახლესი