დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აშშ-დან და ჩინეთიდან საქართველოში ჩამოტანილი საჰაერო ტვირთების დიდი წილი E-commerce-ზე მოდის - SKYLOG

აშშ-დან და ჩინეთიდან საქართველოში ჩამოტანილი საჰაერო ტვირთების დიდი წილი E-commerce-ზე მოდის - SKYLOG

11-09-2024 11:00:00

საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მოცულობა იზრდება. ორ ქვეყანას შორის ყოველკვირეულად უკვე 10-მდე რეისი სრულდება, რომელსაც როგორც ჩინური ისე ქართული ავიაკომპანიები ასრულებენ. ჩინურმა სატვირთო ავიაკომპანია SF Airlines-მა ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე უკვე სიხშირეების გაზრდა მოითხოვა. 

როგორც Business Insider Georgia-სთან ლოგისტიკური კომპანია SKYLOG-ის მმართველმა პარტნიორმა გიორგი ზუმბაძემ განაცხადა, ჩინეთიდან საჰაერო სატვირთო რეისების რაოდენობა E-commerce-ს ხარჯზე იზრდება, რადგანაც TEMU-დან ონლაინ გამოწერების წილი მზარდია.

„ბოლო პერიოდში ჩინეთსა და საქართველოს შორის სატვირთო რეისების რაოდენობა გაზრდილია. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ყოველ კვირაში ჩინეთიდან ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი 3-4 რეისს ასრულებს, ასევე ასრულებს რეისებს ჩინური ავიაკომპანია. ამ თვითმფრინავებით ჩამოტანილი ტვირთების 80%-ზე მეტი TEMU-ს და  სხვა ონლაინ პლატფორმებზე შეძენილი ამთანებია, რომლის 20-30%-ი შემდგომ სომხეთში მიდის. ხოლო საქართველოში დარჩენილი ტვირთების უმეტესობა არის TEMU-ს ტვირთები. საქართველოში TEMU-ს რამდენიმე ოფიციალური კონტრაქტორი ჰყავს. 

რაც შეეხება SF Airlines-ს  SKYLOG-ის ტვირთიც მოაქვს. ურუმჩსა და თბილისს შორის ზოგჯერ 5 რეისიც კი სრულდება. ასეთი რამ საქართველოში ჯერ არ ყოფილა. 

ტვირთის დიდი ნაწილი რაც საქართველოში შემოდის არამხოლოდ ამერიკიდან, ისე ჩინეთიდან ეს ყველაფერი არის  E-commerce-ს, ანუ საუბარია ონლაინ შოპინგისას გამოწერილ ამანათებზე.  E-commerce-ის დროს შეძენილი ამანათებისთვის ძვირი იქნება მისი ტრანსპორტირება, თუ იაფი მომხმარებელს სურს, რომ ის მოკლე პერიოდში მიიღოს. ასევეა  TEMU-ს პლატფორმიდან შეძენილ ტვირთებზე. როდესაც ონლაინ რაიმეს ყიდულობ გინდა, რომ მალე ჩამოვიდეს. საჰაერო გადაზიდვების სიძვირე, ან სიიაფე ამ წუთში ტვირთების რაოდენობაზე დამოკიდებული არ არის. მით უმეტეს, რომ ურუმჩი-თბილისის რეისებით მოდის კონკრეტული ტვირთი, რომელიც მთლიანად  E-commerce-ს ნაწილია და ძირითადად TEMU-დან გამოწერილი პროდუქციაა. რეალურად ამ შემთხვევაში ჩინეთიდან საქართველოში შემომავალი ტვირთების 80%-ი სწორედ ონლაინ პლატფორმებზეა აწყობილი და ეს მიმართულება, რომ გაჩერდეს ეს საჰაერო სატვირთო რეისებიც გაჩერდება. 

რა საკვირველია სიხშირეების ზრდა უდავოდ კარგია, თუმცა უკეთესი იქნება თუ ეს რეისები კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება, რადგანაც არსებულ მოთხოვნას არ ყოფნის, საკმარისი არაა“, - განმარტავს გიორგი ზუმბაძე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები