აეროპორტების მიმართულებით, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები - აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, ასევე იგეგმება ქუთაისის აეროპორტის გაფართოება, - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ანაკლიაში უკვე დაიწყო ახალი პორტის მშენებლობა.
„აღსანიშნავია ანაკლიის პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია და შედეგები გვექნება მაქსიმუმ 2029 წლისთვის, თუმცა იმედია, 1 წლით ადრე მოხდება პირველი გემების მიღება. ანაკლიაში გვაქვს ახალი სტადიონის პროექტი,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
უახლესი
10 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა10 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო