დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არცერთ ინფრასტრუქტურულ პროექტში არცერთ კომპანიას სამუშაოს შესრულების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება არ შერჩება - ირაკლი ბენდელიანი

არცერთ ინფრასტრუქტურულ პროექტში არცერთ კომპანიას სამუშაოს შესრულების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება არ შერჩება - ირაკლი ბენდელიანი

22-01-2024 02:17:00

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის ვადები, ხარისხი, რაზეც ჩვენ მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და ყველა კომპანიამ კეთილი ინებოს და შეასრულოს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კონტრაქტორი კომპანიების მიმართ მათი მოთხოვნაა როგორც ვადებთან, ასევე ხარისხთან მიმართებაში.

„არცერთ ინფრასტრუქტურულ პროექტში არცერთ კომპანიას, პირდაპირ ვიტყვი, რომ სამუშაოს შესრულებისას არ შერჩება გულგრილი დამოკიდებულება. იცით, ცენტრალურ გამზირებზე როდესაც მოძრაობა შეზღუდულია, ეს დედაქალაქში ტრანსპორტის გადაადგილებაზე გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. შესაბამისად, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის ვადები, ხარისხი, რაზეც ჩვენ მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, ყველა კომპანიამ კეთილი ინებოს და შეასრულოს. 

რაც შეეხება მერიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტას ორ კომპანიასთან, ეს კომპანიები იმ მასშტაბით ვერ მუშაობდნენ, რა მასშტაბიც ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნილი. ასევე, ლოკალურად ხარისხთან მიმართებაში იყო პრობლემები. ბუნებრივია, ხარვეზით შესრულებული ეს სამუშაოები გამოსწორდება. მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ ვიღაცამ ხარვეზით შეასრულა და ეს დარჩება, ასე არ არის. საუბარია, კონკრეტულ ლოკალურ მონაკვეთებზე, რომელიც გამოსწორების პროცესშია. მას შემდეგ, რაც გამზირზე სრულად სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, პირობას ვდებთ, ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული ჩვენი ქალაქისთვის და იქნება მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაოები“, - აღნიშნა ბენდელიანმა. 

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს ხელშეკრულებები გაუწყვიტა. მიზეზი შეუსრულებელი ვალდებულებები გახდა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები