დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აპრილში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში, საბურთალოსა და სამგორში გაიყიდა - Galt & Taggart

აპრილში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში, საბურთალოსა და სამგორში გაიყიდა - Galt & Taggart

30-05-2024 11:00:00

Galt & Taggart-ის თბილისის უძრავი ქონების მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის აპრილში თბილისში 3,220 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 24.7%-იანი და თვიურად 7.7%-იანი ზრდაა. მკვეთრი წლიური ზრდა წინა წლის დაბალი ბაზითაა გამოწვეული.

ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე (29.1% წ/წ და 21.3% წ/წ, შესაბამისად).

2024 წლის აპრილში დარეგისტრირებული ტრანზაქციების ნახევარი დაფიქსირდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში.

აღსანიშნავია, რომ გაყიდვები თბილისის ყველა რაიონში გაიზარდა კრწანისის (-5.9 წ/წ) და მთაწმინდის (-18.8% წ/წ) გარდა.

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1000/მ 2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.

ფასები

2024 წლის აპრილში ფასები თვიურად გაიზარდა ახალ პროექტებზე (როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე). აღსანიშნავია, რომ თვიურად 2.6%-იანი კლება დაფიქსირდა მეორადი ბაზრის ძველ ბინებზე.

ბაზრის ზომა

2024 წლის აპრილში თბილისში 247.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 33.2%-იანი ზრდაა და ეს მკვეთრი ზრდა წინა წლის დაბალი ბაზით აიხსნება. აღსანიშნავია, რომ ჯამურად 2024 წლის პირველ 4 თვეში 965.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა (+9.0% წ/წ), რაც ძირითადად პირველად ბაზარზე გაყიდვებისა და ფასების ზრდით იყო გამოწვეული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები