ამერიკასა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესი არსებობს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პროგრესია პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ამაზე მუშაობა იყო კოვიდამდე. მოგეხსენებათ, კოვიდის პანდემიის დროს ავიაკომპანიების ინდუსტრია, ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა. სრულად მოდელი შეიცვალა, მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება, მოგვეძებნა ის ავიაკომპანია, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა და ამ მიმართულებით რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდა. ვმუშაობთ კვლავ.
ვისაც უფრენია აშშ-ში, დაადასტურებს, რამდენად კარგი იქნებოდა პირდაპირი ფრენა ამერიკასა და საქართველოს შორის,“ – განაცხადა კელი დეგნანმა მისიის ამოწურვისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.
უახლესი
7 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა