დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა

„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა

11-02-2025 01:00:00

ამბასადორი აილენდ ბათუმის“ უნიკალური პროექტის განვითარება, რომელიც ქვეყანასა და რეგიონს ახალსაინვესტიციო შესაძლებლობებს სთავაზობს, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კომპანია სახელმწიფოსწინაშე ნაკისრ ვალდებულებებს 5 წლიანი წინსწრებით ასრულებს და დღეისათვის სრული საპროექტოარეალის მეოთხედზე მეტი უკვე ფორმირებულია.

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, „ამბასადორი აილენდ ბათუმს,“ აღნაგობის  ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიის მიერ ზღვაში შექმნილი 194 457 კვ/ მიწის ნაკვეთი საკუთრებაშიგადაეცა. არსებული საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში ორ ნახევარკუნძულსა და კუნძულზეტერიტორიის 49% საჯაროდ ხელმისაწვდომ რეკრეაციულ ზონებს დაეთმობა, მათ შორის ტყე-პარკებს, საფეხმავლო ბილიკებს, სპორტულ მოედნებსა და გასართობ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს. საპროექტოარეალში აშენდება საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებები, სასტუმროები, აპარტამენტები, ბინები, ვილები, ვერტოდრ ომები, იახტკლუბი და სხვ

ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნურიკუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქისპრინციპების სრული დაცვით ფორმირდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებურისტანდარტების დადგენას მოემსახურება

კუნძულის პროექტსამბასადორი ჯგუფისხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობითახორციელებს მათ შორის არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და  ბრიტანული კომპანიაArup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული.  

 

 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები