ყაზახეთის ავიაკომპანია Air Astana-მ ბათუმის მიმართულებით სეზონური ფრენების განხორციელება დაიწყო. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, Air Astana-მ მიმდინარე ზაფხულის სეზონზე, ალმათი-ბათუმი-ალმათის საჰაერო ხაზზე პირველი რეისი 2 ივნისს უკვე შეასრულა. ფრენები ბათუმსა და ალმათას შორის, Airbus A320/A321 საჰაერო ხომალდებით კვირაში 5-ჯერ შესრულდება. უფრო კონკრეტულად რეისები შესრულდება ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა