დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აგვისტოში საარსებო მინიმუმი 3,6 ლარით გაიზარდა და 253,5 ლარი შეადგინა

აგვისტოში საარსებო მინიმუმი 3,6 ლარით გაიზარდა და 253,5 ლარი შეადგინა

15-09-2023 13:00:29

აგვისტოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 3,6 ლარით გაიზარდა და 253,5 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით ზრდა 6.7 ლარია, რადგანაც გასული წლის აგვისტოში  შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 246,8 ლარს შეადგენდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 3.2 ლარით გაიზარდა და 224,5 ლარი შეადგინა.

შენიშვნა: 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები