დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აგროლეინი“ მოცვის გაყიდვას სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს

„აგროლეინი“ მოცვის გაყიდვას სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს

07-05-2023 22:58:20

მოცვის მწარმოებელი კომპანია ,,აგროლეინი“ 300 ტონა მოსავალს ელოდება. მოსავლის აღების პროცესი დაახლოებით 3 კვირაში დაიწყება.

როგორც „აგროლეინის“ დირექტორი გიორგი ღვინიაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, მოცვის ძირითადი მოსავლის რეალიზაცია სპარსეთის ყურის ქვეყნებში მოხდება, ნაწილი კი პოლონეთში გაიყიდება.

„მოლაპარაკების პროცესში აქტიურად ვართ ჩართული. წელს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთს საერთოდ არ განვიხილავთ, ექსპორტზე ორიენტირი სპარსეთის ყურის ქვეყნებია, სადაც მოსავლის ძირითად ნაწილს გავყიდით. ასევე აქტიურად განვიხილავთ პოლონეთს, ამ ეტაპზე დეტალები ზუსტდება.

რაც შეხება ფასს, ბაზარი ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, დამოკიდებულია იმაზე თუ მოსავალი რა მოცულობისა და ხარისხის იქნება. ჯერ რთულია თქმა, საბოლოოდ რა შედეგზე გავალთ. 3 კვირა წინ გვაქვს. იმედია, ამინდი ბოლომდე ხელს შეგვიწყობს, ჯერჯერობით ნორმალური ვითარებაა ხარისხისა და რაოდენობის კუთხითაც, კმაყოფილი ვართ.

თვის ბოლოს მოცვის კრეფვას დავიწყებთ და მალე ექსპორტზე პირველი პარტიის გაგზავნას შევძლებთ. ჯამში, 300 ტონაზე მეტ მოსავალს ველოდებით“, - ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.

რაც შეეხება მუშახელთან დაკავშირებულ პრობლემას, ღვინიაშვილის თქმით, პრობლემა რეალურად არის, თუმცა ზომები წინასწარ მიიღეს.

მოცვის წლევანდელ სეზონზე ,,აგროლეინი“ 180 ადამიანს დაასაქმებს. აქედან 30 საწარმოში იმუშავებს.

გიორგი ღვინიაშვილის თქმით, მუშახელის დღიური შრომის ანაზღაურება მიბმულია დაკრეფილი მოცვის რაოდენობაზე და საშუალოდ 50 ლარს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები