კომპანია „აგროლაინი“ საკუთარი ბაღებიდან შემოდგომით 600-700 ტონა კაკლის მიღებას ვარაუდობს, რომელსაც ადგილობრივი ბაზრის გარდა ექსპორტზეც გაიტანს.
როგორც Business Insider Georgia-თან „აგროლაინის“ დამფუძნებელმა გიორგი მესხიძემ განაცხადა, მშრალი დაფასოებული კაკლის სამიზნე ბაზრებად ევროკავშირის ქვეყნები მოიაზრება.
მისივე ინფორმაციით, 2022 წლის სეზონზე კომპანიამ 500 ტონა კაკალი გადაამუშავა, რომლითაც მთლიანად ადგილობრივი ბაზარი მოამარაგა.
როგორც მესხიძე განმარტავს, საწარმოში მხოლოდ „აგროლაინის“ კალის ბაღებიდან მიღებული ნაყოფის გადამუშავება ხდება და კომპანია სხვა ფერმერებისგან კაკალს არ იბარებს.
„აგროლაინის“ კაკლის მწარმოებელი მეურნეობა გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში 2020 წელს ამოქმედდა და წარმოებასთან ერთად 230 ჰა-ზე განთავსებულ ჩანდლერის ჯიშის კაკლის ბაღებს მართავს.
უახლესი
28 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია1 საათის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს