დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აგრითაჩი“ საუდის არაბეთში ლურჯი მოცვის გატანას გეგმავს

„აგრითაჩი“ საუდის არაბეთში ლურჯი მოცვის გატანას გეგმავს

25-09-2024 15:00:00

ჩვენთვის ძალიან საინტერესოა აზიის ბაზარი, გალფის ქვეყნები და სპარსეთის ყურე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს საკონსულტაციო კომპანია Agritouch. „აგრითაჩის“ დამფუძნებელმა ეკა ვეფხვაძემ განუცხადა.

„ჩვენთვის საინტერესოა განსაკუთრებით საუდის არაბეთი, იმიტომ რომ მოსახლეობა 37 მილიონია, ძალიან დიდი ბაზარია და ბუმია ამ ბაზრის, რომელიც ნელ-ნელა იხსნება და ახალი კომპანიები შედიან. ამასთან, გალფის ქვეყნები 80%-ით დამოკიდებული არიან საკვებისა და სასმელების იმპორტზე. ჩვენ უკვე გვაქვს ექსპორტი დუბაისა და კატარის მიმართულებით. ამ ქვეყნების ჰიპერმარკეტების ქსელებში აქტიურად ვართ წარმოდგენილი, თუმცა საუდის არაბეთის ბაზარი, რომელიც მსყიდველუნარიანობით გამოირჩევა ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის“,- აცხადებს ეკა ვეფხვაძე.

როგორც საკონსულტაციო კომპანია Agritouch. „აგრითაჩის“ დამფუძნებელი ამბობს Foodex-ის ფარგლებში, რომელიც ქალაქ რიადში გაიმართა, ჰქონდათ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან და საკონტაქტო ინფორმაცია გაცვალეს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს „აგრითაჩი“ საუდის არაბეთის ბაზარზე ლურჯი მოცვის გატანას გეგმავს.

„რადგან საუდის არაბეთის მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი მაღალია, ამ ქვეყანაში ლურჯი მოცვის ექსპორტი გვიღირს, რადგან ეს უძლებს ტრანსპორტირების ხარჯსაც. რადგან გადაზიდვა საჰაერო გზით ხდება, გადაზიდვის ტარიფი საკმაოდ მაღალია“, - ამბობს ეკა ვეფხვაძე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ რიადში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi ათმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო

„აგრითაჩი" ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და გურიაში 50 ჰექტარ მოცვის პლანტაციას აერთიანებს. კომპანიამ 2021 წელს პირველი მოსავალი - 50 ტონა მოცვი აიღო და ექსპორტზე გაიტანა. "აგრითაჩი" სრულ მოსავლიანობაში სამ წელში შევა და 300 ტონამდე მოცვის მოსავალს აიღებს. 2023 წელს სოფელ ჯუმათში სამაცივრე მეურნეობა „აგრითაჩი“ ამოქმედდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ₾1 მლნ-ია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები