დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ადგილობრივ ექსპორტში საქართველოს მთავარი პარტნიორი კვლავ რუსეთია

ადგილობრივ ექსპორტში საქართველოს მთავარი პარტნიორი კვლავ რუსეთია

20-11-2023 11:56:08

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 102.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.5 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.5 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.3 პროცენტით შემცირდა და 2 371.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (454.9 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (307.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (239.1 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 445.8 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 18.8 პროცენტს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 216.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 143.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.0 პროცენტი).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები