უახლოეს დღეებში, საჯარო პრეზენტაციას გავმართავთ, სადაც ზუსტად ვუპასუხებთ კონკრეტულ გამოწვევას, თუ როგორ შევძლოთ არსებული ადამიანური კაპიტალის პირობებში, რაოდენობას ვგულისხმობ, ადამიანები აღვჭურვოთ იმ უნარებითა და ცოდნით, რომელიც შემდეგ ბიზნესისთვის ხელსაყრელი იქნება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში პრეზენტაცია გაიმართება. კერძოდ, სამინისტრო წარმოადგენს ხედვას, თუ როგორ უნდა ითანამშრომლებს სახელმწიფომ ბიზნეთან, იმისთვის, რომ ქვეყანაში კადრების დეფიციტის პრობლემა მოგვარდეს.
„ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარების გარეშე ძალიან რთული ხდება ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარება. ამიტომ, ზუსტი პასუხი, სწორი ფორმულა, ბიზნესისა და კერძო სექტორის ჩართულობით უკვე გვაქვს, სადაც ჩვენ ძალიან ინოვაციურ, ხელსაყრელ შეთავაზებას გავუკეთებთ კერძო სექტორს, თუ როგორ უნდა ჩაერთონ ჩვენთან ერთად პროფესიულ განათლებაში და ერთად როგორ უნდა შევძლოთ, იმ უნარებისა და ცოდნის მქონე ადამიანების მომზადება, რომლებიც პირველ რიგში ჭირდება დასაქმების ბაზას და შესაბამისად, კერძო სექტორს. ისინი თავად უნდა იყვნენ ჩართულები პროცესში და მეტი სანდოობა ექნებათ იმ პროგრამების კურსდამთავრებულების მიმართ. ბუნებრივია ეს პასუხს გასცემს საკითხს, რომელიც კვლევაში [BAG ინდექსი] ბიზნესის მიერ არის დასმული, რომ აღმოიფხვრას ე.წ. გეფი, რომელიც დღეს არის დასაქმების ბაზარსა და ადამიანურ კაპიტალს შორის“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
იგივე თემაზე:
კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა მზარდ ტენდენციად ჩამოყალიბდა - BAG
კადრების სიმცირემ ბიზნესის ყველა სხვა პრობლემა გადაფარა - ლევან ვეფხვაძე
უახლესი
3 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო4 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი