აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა. ჯაბა ფუტკარაძემ სხდომებზე ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშზე ისაუბრა.
აჭარის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების პირველი კვარტლის გეგმა განისაზღვრა 140 548 500 ლარით, ფაქტიურმა შესრულებამ 143 910 500 ლარი, გეგმის 102,4 პროცენტი შეადგინა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა განისაზღვრა 541 949 400 ლარით, ფაქტიურმა შესრულებამ 542 562 900 ლარი, გეგმის 100,1 პროცენტი შეადგინა.
შემოსავლების გეგმა განისაზღვრა 501 533,700 ლარით, ფაქტიურმა შესრულებამ 505 363,7000 ლარი, გეგმის 100,8 პროცენტი შეადგინა.
საშემოსავლო გადასახადის გეგმა განისაზღვრა 480 000 000 ლარით, ფაქტიურმა შესრულებამ 482 889 900 ლარი, გეგმის 100,6 პროცენტი შეადგინა.
რესპუბლიკური ბიუჯეტის 2023 წლის სხვა შემოსავლების გეგმა განისაზღვრა 21 245,000 ლარით, შესრულებამ 22 196,900 ლარი გეგმის 104,5 პროცენტი შეადგინა.
2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლების გეგმა განისაზღვრა 40 415 700 ლარით, ფაქტიური შესრულება 37 199 100 ლარს, გეგმის 92,0 პროცენტს შეადგენს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა.
საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა
უახლესი