დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
9 თვეში საქართველოს თითქმის 6 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

9 თვეში საქართველოს თითქმის 6 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

09-10-2024 23:50:00

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2024 წლის I-III კვარტლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. იანვარ-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 5,794,661 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.1%-ია.
2024 წლის 9 თვეში საქართველოში 3,992,842 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +9.2%-ია.

საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა ზრდა ფიქსირდება 2024 წლის მესამე კვარტალშიც.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 2,773,594 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +2.5%-ია.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში 1,869,026 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა +8.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები