დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
7 თვეში საქართველოში ხორბლის იმპორტი 40%-ით გაიზარდა

7 თვეში საქართველოში ხორბლის იმპორტი 40%-ით გაიზარდა

07-09-2023 10:33:33

2023 წლის აგვისტოში ხორბლის ფასი 2.2%-ით გაიზარდა., - ამის შესახებ  Galt & Taggart-ის აგვისტოს თვის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.

ხორბლის მიწოდებაში გაურკვევლობა კვლავაც გრძელდება, რაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის და მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტითაა განპირობებული.

ამასთან, 2023 წელს კანადაში, ხორბლის ერთერთ მთავარ მწარმოებელ ქვეყანაში, მოსალოდნელია რომ მშრალი კლიმატური პირობები წარმოების წლიურად 14%-ით შემცირებას გამოიწვევს 2023 წელს. გაზრდილი გაურკვევლობის მიუხედავად, ხორბლის საორიენტაციო ფასები კვლავ 20%-ით დაბალია წინა წელთან შედარებით, რაც განპირობებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უხვი მოსავლით.

საქართველოში 2023 წლის 7 თვეში $27 მილონის ხორბლის იმპორტი განხორციელდა. ზრდა 39,9%-ია. გასული წლის 7 თვეში ქვეყანაში $19 მილიონის ხორბალი იმორტირდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები