საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 457.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 271.2 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (820.9 მლნ. აშშ დოლარი)
საქსტატის მონაცემებით გამოიკვეთა, რომ თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარნიორია.
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ $1,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 12,4 პროცენტით მეტია 2022 წელთან შედარებით. 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან თურქეთში $210 მილიონის ღირებულების პროდუქცია გავიდა, ხოლო იმპორტმა $1,2 მილიარდზე მეტი შეადგინა.
რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო თურქეთში:
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები
საქართველოს მთლიანმა საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 10,2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა (წლიური კუთხით 20,1 პროცენტით მეტი). ექსპორტმა 3 მილიარდ დოლარზე მეტი (ზრდა 19,3 პროცენტით) შეადგინა, იმპორტმა კი 7,2 მილიარდ დოლარზე მეტი (ზრდა 20,4 დოლარით).
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია