მართალია ზაფხული დასრულდა, თუმცა მოგზაურობის მოყვარულებისთვის სეზონს რომ მნიშვნელობა არ აქვს ეს ზუსტად ვიცით, ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგვეზიარებინა ის საუკეთესო 6 ქალაქი, რომელსაც სექტემბერში რომ ესტუმრო, არ ინანებ
ამ ქალაქების ჩასქროლვას რომ მორჩები, fly.tkt.ge – ზე აუცილებლად გადახედე ფრენებს
ბარსელონას თავისი ხიბლი სწორედაც რომ შემოდგომაზე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერი ჩვენს ქალაქში ხშირად არეულ ამინდებთანაა დაკავშირებული, კატალონიაში ჯერ კიდევ შეგიძლია მზის სხივებით დატკბე და სულაც, ზღვაში იბანაო. თანაც, სექტემბერში ბარსელონას ნაკლები ტურისტი სტუმრობს, უფრო მეტი ადგილობრივია და შენც დროს უფრო კარგად გაატარებ.
და ბარემ, აქაც დააკლიკე, საინტერესო რჩევები გვაქვს გაზიარებული ბარსელონასთან დაკავშირებით.
დიდებულ ვენას, დიდებულ დროს შეგიძლია ეწვიო – და დაგვიჯერე, ამ გადაწყვეტილებას არასოდეს ინანებ. ვენაში ვიზიტისთვის, როგორც ამბობენ, საუკეთესო წელიდაწის ორი თვეა – მაისი და სექტემბერი. ამ დროს იწყება ოპერის სეზონი და ქალაქის ფესტივალები.
მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა სექტემბერში მაქსიმუმ 25 გრადუსს აღწევს, ზაგრებში წასვლა ცუდი იდეა არ უნდა იყოს. მთელი ქალაქი ფეხით გაქვს მოსავლელი, შესაბამისად, არც სიცხე შეგაწუხებს – არც სიცივე და თანაც, ადრიატიკის ზღვაც საკმაოდ კარგად ინარჩუნებს სითბოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლომახლო სანაპიროებზე (Rijeka; Crikvenica) წამოკოტრიალებაც შეგეძლება.
თუ სიცილიაზე წასვლას გეგმავ, სექტემბერი საუკეთესო დროა. ტურისტი – ცოტა, ამინდი – იდეალური. ამ საოცარი კუნძულის აღმოჩენა, ვფიქრობთ ჯობია პალერმოთი დაიწყო და ნელ-ნელა გაყვე. აუცილებლად გაეცანი ადგილობრივების ცხოვრების წესს, ძალიან გემრიელ ღვინოსა და საოცარ კერძებს.
ამ სიაში პარიზი რომ არ ჩაგვესვა, თავს ვერ ვაპატიებდით. დიდად სითბო არ დაგხვდებათ, თუმცა ვფიქრობთ, შემოდგომას რა ხიბლიც აქვს, საუკეთესოდ თავს სწორედ სიყვარულის ქალაქში – პარიზში ავლენს. ბევრი ისეირნე ქუჩებში, პარკებში, სკვერებში, მდინარე სენას სანაპიროზე, უსმინე ფრანგულ მუსიკას და წარმოუდგენელია, თავი ფილმის პერსონაჟად არ იგრძნო
სტამბოლი ქალაქია, რომელიც სულ, მუდმივად უნდა აღმოაჩინო. ეს ქალაქი ყველა სეზონზე თავისებური და საინტერესოა. მისი ისტორია, არქიტექტურა, ადამიანები, ცხოვრების წესი – ერთხელ მაინც უნდა გაიცნო და შეიცნო და თუ გამგზავრებას სექტემბერში გადაწყვეტ, ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილებასაც მიიღებ, ასე ვფიქრობთ:)
ავიაბილეთები კი შეგიძლია fly.tkt.ge-ზე, ძაალიან მარტივად შეიძინო
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია