დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
6 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა

6 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა

21-08-2023 10:52:32

სებ-ის მიხედვით, 2023 წლის ივლისში ფულადი გზავნილები წლიურად 1.6%-ით შემცირდა და 301.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ გალტ & თაგარტის კვრის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა მხოლოდ რუსეთიდან (-26.6% წ/წ, -42.9% თ/თ, მთლიანის 24.5%).

თუმცა, ამავდროულად, გზავნილების მაღალ წლიურ ზრდას ჰქონდა ადგილი შემდეგი ქვეყნებიდან:

  • იტალია (+26.1%),
  • აშშ (+40.1%),
  • საბერძნეთი (+12.9%),
  • გერმანია (+40.3%),
  • ისრაელი (+6.2%) ,
  •  ყაზახეთი (+62.0%).

ჯამურად, 2023 წლის პირველ 7 თვეში ფულადი გზავნილები წლიურად 27.5%-ით გაიზარდა და 2.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები