დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
5-13 აპრილს, ბათუმი საერთაშორისო პოკერის ტურნირს EAPT Batumi 2025 უმასპინძლებს

5-13 აპრილს, ბათუმი საერთაშორისო პოკერის ტურნირს EAPT Batumi 2025 უმასპინძლებს

01-04-2025 14:00:00

5-13 აპრილს, ბათუმი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ საერთაშორისო პოკერის ტურნირს EAPT Batumi 2025 უმასპინძლებს, რომლის საპრიზო ფონდი 1 მილიონი დოლარი იქნება.

როგორც ECLIPSE ENTERTAITMENT ჯგუფში განმარტავენ, ეს არის რიგით მეორე საერთაშორისო  ტურნირი, რომელთა სერიასაც ECLIPSE POKER CLUB მასპინძლობს.

ტურნირის ორგანიზატორთა განმარტებით, აღნიშნული ღონისძიება ბათუმში არა მხოლოდ საერთაშორისო მოთამაშეებს მოიზიდავს, არამედ მას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს რეგიონის ეკონომიკური, ტურისტული და საერთაშორისო იმიჯის განვითარებაზე.

„საქართველოსთვის ასეთი მაღალი დონის პოკერის ტურნირები უპრეცედენტოა და ხელს შეუწყობს ათასობით მაღალშემოსავლიანი ტურისტის ჩამოსვლას რეგიონში, არა მხოლოდ ზაფხულის პიკის პერიოდში, არამედ არასეზონზე“, - აცხადებენ ECLIPSE ENTERTAITMENT ჯგუფში.

ტურნირები ითვალისწინებს მინიმუმ 2,000 მონაწილის  და მათი თანმხლები პირების 10-15 დღიან ვიზიტს, რაც იწვევს 5,000-მდე ტურისტის ვიზიტს. მათი ხარჯები სასტუმროებში, რესტორნებში  და სხვა მომსახურების სფეროებში მნიშვნელოვნად გააძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას.

EAPT Batumi არის არა მხოლოდ პოკერის ტურნირი, არამედ უნიკალური შესაძლებლობა რეგიონისთვის, რომ აჩვენოს თავისი პოტენციალი საერთაშორისო არენაზე მაღალი კლასის საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლად. ეს მოვლენა პასუხს სცემს სამ მთავარ გამოწვევას:

  • როგორ შევქმნათ ახალი ტურისტული ნაკადების არხები და გავზარდოთ ისინი არასეზონზე;
  • როგორ შევქმნათ რეგიონისთვის დამატებითი სტაბილური ღირებულებები და  სარგებელი ბიზნეს პროცესების სტიმულირებით;
  • როგორ გავზარდოთ ქვეყნის პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით.

ECLIPSE ENTERTAITMENT ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა ჩაატაროს ბათუმში ამგვარი მასშტაბის ტურნირები არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბათუმის, როგორც საერთაშორისო გასართობი, ტურისტული და ბიზნეს ჰაბის განვითარებისათვის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები