2023 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ, რომლებმაც დუბაის სასტუმროებში 1 ღამეზე მეტი გაატარეს, 4,67 მილიონი შეადგინა.
ეს მაჩვენებელი პანდემიის შემდგომ პერიოდში საუკეთესო შედეგია და 17%-ით მაღალია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც დუბაის საამიროს 3,97 მილიონი ტურისტი სტუმრობდა.
დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურიზმის ინდუსტრიის უახლესი შედეგებით, დუბაი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად აღდგენად ტურისტულ მიმართულებად არის წარმოდგენილი.
2023 წლის პირველ კვარტალში საამირომ 98%-ან ზრდას მიაღწია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით და გაეროს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის WTO პროგნოზსაც კი გადააჭარბა, რომლის თანახმად, 2023 წელს საერთაშორისო ტურისტების ნაკადი, განსაკუთრებით ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, პანდემიამდელი დონის 80-95% ნიშნულს მიაღწევდა.
2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმის მაჩვენებელი მხოლოდ 2%-ით განსხვავდება პანდემიამდელი, 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლისგან, როდესაც დუბაიში 4,75 მლნ ტურისტი ჩავიდა.
2023 წლის პირველ კვარტალში საკვანძო რეგიონებიდან ვიზიტორთა რაოდენობამ მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ხოლო 4 რეგიონში დუბაის მიმართულებით ტურიზმი არათუ სრულად აღდგა, გადააჭარბა კიდევაც 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს: დსთ და აღმოსავლეთ ევროპა (48%-ანი ზრდა 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით), ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა (32%-ანი ზრდა 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით), ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა (9%-ანი ზრდა 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით) და ავსტრალია, ახალ ზელანდია და ოკეანეთი (2%-ანი ზრდა 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით). როგორც სამხრეთ აზია, ასევე დასავლეთ ევროპა ახლოსაა ტურიზმის მოცულობის თვალსაზრისით პანდემიამდელი დონის მაჩვენებლებთან.
სასტუმრო სექტორმა სტუმარ-მასპინძლობის ყველა სხვა პარამეტრის მიხედვითაც გადააჭარბა პანდემიამდელ ნიშნულს.
წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ჯამურად დუბაის სასტუმრო ნომრების რეალიზებული ჯავშნების რაოდენობამ 10.98 მლნ შეადგინა, რაც 7%-ან ზრდას ნიშნავს 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, ხოლო 27%-ან ზრდას - 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც დუბაის სასტუმროების ნომრებში 8,63 მილიონი ღამე დაიჯავშნა.
უახლესი
17 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება