ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული შემცირების შემდეგ ოქტომბერში სმარტფონების გლობალური ბაზარი ზრდას დაუბრუნდა. Counterpoint Research-ის თანახმად, აღნიშნული განვითარებადი ბაზრების აღდგენას უკავშირდება.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ოქტომბერში მსოფლიოში სმარტფონების ყოველთვიური გაყიდვები 5%-ით გაიზარდა. ეს არის პირველი ზრდა 2021 წლის ივნისის შემდეგ. ანუ საუბარია 27 თვიან პერიოდზე.
Counterpoint-ის თანახმად, სმარტფონების გლობალური გაყიდვები ორი წლის განმავლობაში სტრესის ქვეშ იყო, რაც გამოწვეული იყო სხვადასხვა ფაქტორებით, როგორიცაა კომპონენტების დეფიციტი და მარაგები.
სხვათა შორის, მიმდინარე წლის აგვისტოში Sony Group Corp-მა პროგნოზი გააკეთა, რომლის მიხედვითაც ბაზრის აღდგენა 2024 წელზე ადრე არ მოხდებოდა.
უახლესი
6 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება