დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წელს რეგიონებში ქსელის გაფართოებასა და გაყიდვების გაზრდას ვგეგმავთ - „ჩიკორი“

2025 წელს რეგიონებში ქსელის გაფართოებასა და გაყიდვების გაზრდას ვგეგმავთ - „ჩიკორი“

17-12-2024 18:00:00

ჩირის მწარმოებელი კომპანია ჩიკორი • Chikori 2025 წელს გაყიდვების ზრდას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ჩიკორის“ გენერალურმა დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა განაცხადა, საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების ზრდის პარალელურად, კომპანიის გეგმებში ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გაყიდვების სტიმულირებაცაა. ირკვევა, რომ 2025 წელს „ჩიკორი“ აქცენტს რეგიონების ათვისებაზე გააკეთებს. 

თუმცა მანამდე „ჩიკორის“ გაყიდვების სტიმულირებას სპეციალური და სააქციო შეთავაზებებით ცდილობს. 

„საახალწლოდ გვაქვს სპეციალური შეთავაზებები კომპანიებისთვის, ასევე გაქვს გარკვეული ფასდაკლებები საცალო მომხმარებლებისთვის. ჩვენ კომპანიას ვთავაზობთ სხვადასხვა სახის ბოქსებს, სადაც ჩვენს პროდუქციასთან ერთად არის ღვინო და სხვადასხვა საახალწლო მოსართავებიდა ასე შემდეგ. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო შეკვეთები შედარებით მცირეა იმასთან შედარებით, რაც დაგეგმილი გვქონდა და რეალურად რაც შარშან ამ დროს გვქონდა. შემცირება უფრო გაქვს კორპორატიული მიმართულებით. რაც შეეხება საცალო მიმართულებას, როგორც იცით გაქვს ჩვენი ონლაინ მაღაზია Chikori.ge, საიდანაც გაყიდვები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ასევე დადებული გაქვს საახალწლოდ პროდუქციის მიმართულებით დადებული გაქვს აქცია და ვფიქრობთ, რომ გაყიდვებზე ეს აქციაც იმუშავებს. 

რაც შეეხება ქსელებში რეალიზაციას, გარკვეული აქციები იქაც გაქვს და მომხმარებელს შეუძლია „ჩიკორის“ პროდუქცია იყიდოს „გუდვილში“, „კარფურში“, „ნოკორაში“ და „სპარში“, რა თქმა უნდა ფასდაკლებებით. 

„ქსელების გაფართოების კუთხით 2025 წელს გარკვეული გეგმები გაქვს და ვფიქრობთ, რომ რეგიონებში უფრო აქტიურად შევალთ. დღეისათვის მომარაგება უმეტესწილად თბილისის მასშტაბით გაქვს და ვფიქრობთ, რომ დილერების საშუალებით რეგიონები მაქსიმალურად მოვამარაგოთ „ჩიკორის“ პროდუქციით. რეგიონებში მცირე რაოდენობით ჩანს ჩვენი პროდუქცია და გვინდა, რომ 2025 წელს რეგიონების მოცვა გავზარდოთ“, - აცხადებს ანანო ბეჟანიშვილი. 

რაც შეეხება ექსპორტს, „ჩიკორის“ გეგმები ამერიკულ ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე მოხვედრაა. 

„ექსპორტის მიმართულებით ამ ეტაპზე შესრულები ვართ ევროპის ბაზარზე: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი და საფრანგეთი. ამ ბაზრებზე კვლავინდებურად ვინარჩუნებთ კომუნიკაციას და კავშირს. გვაქვს რამდენიმე კონტრაქტი და შესაბამისად დაგეგმილი გვაქვს, რომ 2025 წელს ექსპორტი გავზარდოთ. 

ახალ საექსპორტო ბაზრებს რაც შეეხება ვცდილობთ აშშ-ში ონლაინ გავფართოვდეთ. პირველი სატესტო გადაზიდვა უკვე გაკეთებული გაქვს.  საუბარი მაქვს ამერიკულ ონლაინ პლატფორმის მეშვეობით „ჩიკორის“ პროდუქციის რეალიზებაზე. თუმცა განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც. ამ ეტაპზე მოკვლევითი ხასიათის სამუშაოები გაქვს და გვინდა და ჩვენი მიზანიც არის, რომ Amazon-ზეც გამოჩნდეს ჩვენი პროდუქცია“, - ამბობს „ჩიკორის“ გენერალური დირექტორი ანანო ბეჟანიშვილი.

„ჩიკორის“ მიერ წარმოებული პროდუქციის 50%-ი ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 50%-ი ექსპორტზე იყიდება.

„2024 წელი ჩვენთვის საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე წელი იყო, თუმცა ზრდა მაინც გვქონდა. 2024 წელს კომპანიის გაყიდვებმა ჯამურად 15%-იანი ზრდა გვიფიქსირდება. 

ამ ეტაპზე რა გეგმები გაქვს არსებული სიმძლავრეების ფარგლებშია, თუმცა სამომავლოდ თუ მოხერხდა ინვესტირება და გვინდა, რომ გავზარდოთ საწარმოო მიმართულება“, - ამბობს ანანო ბეჟანიშვილი. 

„ჩიკორს“ საკუთარი ბაღებიც გააჩნია, სადაც ქლიავი და ვაშლი მოჰყავს, თუმცა არსებული მოსავალი მისი სიმძლავრეებისთვის საკმარისი არ არის და კომპანია ნედლეულის ძირითად ნაწილს ფერმერებისგან იბარებს. სამომავლოდ კომპანია ბაღების ზრდას არ აპირებს და ხილის ჩაბარებას ფერმერებიდან აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ „ჩიკორი“ ჩირის მწარმოებელი კომპანიაა 10 წლიანი გამოცდილებით, რომლის პროდუქციაც მზადდება ქართული, ჯანსაღი და მზიანი ხილისგან.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები