2023 წლის მონაცემებით, წარმოება 25%-ით გაიზარდა, - ასე აფასებს Business Insider Georgia-სთან გასულ წელს კომპანია „ფრუტ ლოჯისტიკა“. როგორც კომპანიაში განმარტავენ, 2024 წელს იგეგმება წარმოების ზრდა, ხოლო სამომავლოდ „ფრუტ ლოჯისტიკა“ პროდუქციის ექსპორტსაც განიხილავს.
"გურმანიას" ბრენდით წარმოებული პროდუქციით მომხმარებლებს მრავალფეროვან ასორტიმენტს ვთავაზობთ და შესაბამისად მოთხოვნაც მზარდია. 2023 წლის მონაცემებით, წარმოება 25%-ით გაიზარდა. ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, იგეგმება წარმოების კიდევ უფრო ზრდა და პროდუქციის ექსპორტზე გატანა. სწორედ Gulffood-ის საერთაშორისო გამოფენა იქნება ტრამპლინი, საიდანაც "გურმანია" საერთაშორისო ბაზარს გაეცნობა“, განუცხადეს Business Insider Georgia-ს „ფრუტ ლოჯისტიკაში“.
მიმდინარე წლის თებერვალში კომპანია „ფრუტ ლოჯისტიკა“ „გურმანიას“ პროდუქციას დუბაიში Gulffood-ის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს.
„ფრუტ ლოჯისტიკა“ აგროპროდუქციის პირველი ლოჯისტიკური ცენტრია საქართველოში, რომლის ძირითად საქმიანობას სოფლის მეურნეობის პროდუქციის საბითუმო დისტრიბუციის განვითარება წარმოადგენს.
კომპანია 2019 წელს შეიქმნა და უზრუნველყოფს ქართული ხილისა და ბოსტნეულის რეალიზაციას ფერმერებიდან მომხმარებლებამდე, კერძოდ, ფერმერებისგან მიღებული ხილითა და ბოსტნეულით „ფრუტ ლოჯისტიკა“ შიდა ბაზარზე სავაჭრო ქსელებს ამარაგებს (კარფური, ნიკორა, ევროპროდუქტი, გურმანია, ევრო მარტი).
„კომპანია 1000-მდე ფერმერს ეხმარება პროდუქციის რეალიზაციასა და შიდა ბაზარზე დამკვიდრებაში და წლის განმავლობაში აგროკულტურების 500-მდე სახეობის ლოჯისტიკას ახორციელებს.
2021 წელს კომპანიაში გაიხსნა ნედლი ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც „გურმანიას“ ბრენდით 60-მდე სახეობის პროდუქციას აწარმოებს, მათ შორის, მურაბებს, ჯემებს, კომპოტებს, საწებლებს, მწილებს.
2022 წლიდან კი „ფრუტ ლოჯისტიკას“ დაემატა საკონდიტრო საწარმო და სამზარეულო მზაკვების მიმართულებით. „გურმანიას“ ბრენდით წარმოებული პროდუქცია და მზა კვება და საკონდიტრო ნაწარმი „ევრო მარტისა“ და „გურმანიას“ ქსელურ სუპერმარკეტებში იყიდება“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს „ფრუტ ლოჯისტიკაში“.
აღსანიშნავია, რომ „ფრუტ ლოჯისტიკის“ განვითარების ხელშეწყობაში უდიდესი წვილი მიუძღვის ისეთ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს, როგორებიცაა Gazelle Finance და USAID-ი. ეს ორგანიზაციები, თანაინვესტირების გზით, ხელს უწყობენ კომპანიაში შესაძლებლობების ზრდას, ეფექტურობას და საერთაშორისო სტანდარტების დაკვიდრებას.
უახლესი
6 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა