შეერთებულ შტატებში შესაძლო რეცესიის ფონზე, 2024 წელს მსოფლიოში ოქროს ფასი შეიძლება გაიზარდოს, რადგან ფედერალური სარეზერვო სისტემა (FRS) შეამცირებს ძირითად განაკვეთს. უნცია ოქროს ღირებულება 2,2 ათას დოლარს მიახლოვდება, რაც აბსოლუტური რეკორდი გახდება.
JPMorgan Chase & Co.-ის ანალიტიკოსების მონაცემებზე დაყრდნობით, იტყობინება Bloomberg.
გასული წლის განმავლობაში ოქრო გაძვირდა დაახლოებით 15%-ით, რასაც აშშ-ში მზარდი განაკვეთების ციკლის დასრულების ნიშნები დაეხმარა. ამასთან, მთელს მსოფლიოში ცენტრალურმა ბანკებმა, თავიანთ საცავებში ოქროს დაბრუნება დაიწყეს.
სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ოქროსა და ვერცხლის ღირებულება პრაქტიკულად არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება შეერთებული შტატების ეკონომიკა. ძირითადი ფასების ფაქტორი კვლავ იქნება ოქროს შესყიდვები ცენტრალური ბანკების მიერ მთელს მსოფლიოში. თუმცა, აშშ-ში ძირითადი განაკვეთის შესაძლო შემცირება ასევე იმოქმედებს ვითარებაზე, რაც ოქროს ფასის ზრდას დააჩქარებს.
Bloomberg წერს,რომ გეოპოლიტიკურმა რისკებმა განაპირობა ის, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ საკუთარი აქტივების გადანაწილება უფრო საიმედო ძვირფას ლითონში ინვესტიციების გზით დაიწყო.
უახლესი