უმუშევრობის დონე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია - 2023 წელს ის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, ასევე დაფიქსირდა დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და მილიონ 335 ათასი შეადგინა.
„მათ შორის აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 50 ათასით, რაც პროდუქტიულ დასაქმებაზე მეტყველებს. ამასთან, უმუშევრობის დონე 2023 წელს 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4%-ს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის და სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
უახლესი
11 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება