დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს ოქროს ექსპორტი შემცირდა

2023 წელს ოქროს ექსპორტი შემცირდა

24-01-2024 10:00:00

2023 წელს ქვეყნიდან ექსპორტირებული ოქროს მოცულობა შემცირდა. თუ 2023 წელს ოქროს ექსპორტმა 2.72 ტონა შეადგინა, აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წელს 2.68 ტონას შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ წლიურ ჭრილში ქვეყნიდან გატანილი ოქროს მოცულობა შემცირებულია, სამაგიეროდ გაზრდილია საექსპორტო ოქროს საერთო ღირებულება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში ოქროს ფასმა მოიმატა.

თუ 2022 წელს ქვეყნიდან 81,476.70 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გავიდა, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 88,765.99 ათასი დოლარი შეადგინა ანუ ზრდა 9%-მდეა.

თუ ბოლო 5 წლის სტატისტიკას გადავხედავთ ოქროს ექსპორტი წლიურ ჭრილში 3 ტონამდეა, საგულისხმოა, რომ არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, რაც საქსტატის საიტზე იძებნება ქვეყნიდან ოქროს ექსპორტმა მაქსიმუმს 2010 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 7.19 ტონა ოქრო გაყიდა. 

2023 წელს ოქრო ექსპორტზე სულ 3 ბაზარზე გავიდა, სადაც ერთმნიშვნელოვანი ლიდერია შვეიცარიაა.

რომელ ქვეყნებში გაყიდა საქართველომ ოქრო - სტატისტიკა

  • შვეიცარია - 2.42 ტონა,
  • თურქეთი - 0.24 ტონა,
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0.06 ტონა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები