დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2023 წელს ისრაელიდან საქართველოში 26%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა, გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა და ინვესტიციები

2023 წელს ისრაელიდან საქართველოში 26%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა, გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა და ინვესტიციები

09-10-2023 16:07:53

საქართველოს ტურისტული ინდუსტრია ისრაელიდან ტურისტების ზრდაზე საუბრობდა, თუმცა იგივე ტენდენცია გაგრძელდება თუ არა ისრაელში განვითარებული მოვლენების შემდეგ და გააუქმებენ თუ არა ისინი საქართველოში უკვე დაჯავშნილ ტურებს ჯერჯერობით უცნობია.

2023 წლის ორი კვარტლის მონაცემებით ისრაელიდან საქართველოში 106 ათას 530 ტურისტი შემოვიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 84 577 ტურისტი, შესაბამისად ზრდა 26%-ის დონეზე იყო. 

საქართველოში ისრაელიდან ინვესტიციების მოცულობა მზარდია. 2022 წელს ისრაელიდან საქართველოში 35.1 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც 31.5%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. იმავდროულად აღნიშნული მაჩვენებლებით ისრაელის წილი მთლიან FDI-ში 1.7%-ია. 

რაც შეეხება ვაჭრობას, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ისრაელში 13,530.50 ათასი დოლარის პროდუქცია გაიგზავნა, ეს კი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 4%-იანი ზრდაა. 

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ისრაელიდან საქართველოში 10,412.42 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-იანი ზრდაა.

რას ყიდულობს საქართველო ისრაელიდან - ტოპ-3 პროდუქტი

  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 1,246.30 ათასი დოლარი;
  • ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 1,100.76 ათასი დოლარი;
  • ბოსტნეული სხვა, ძმრის დამატების გარეშე, დამზადებული ან დაკონსერვებული, გაუყინავი - 876.95 ათასი დოლარი;

რას ყიდის საქართველო ისრაელში - ტოპ-3 პროდუქტი

  • აპარატურა გადამცემი რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის - 2,067.09 ათასი დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 2,016.35 ათასი დოლარი;
  • საფრენი აპარატების ნაწილები - 1,339.55 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები