ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის მიმართულები არის კარიბჭე, რომელიც საქართველოს ევროპის 30-მდე ცენტრალურ ქალაქთან აკავშირებს, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომელიც დღეს ავიაკომპანია Wizz Air-ის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში Wizz Air-ის მეოთხე ბაზა და ახალი მიმართულება დააანონსა.
„დღეს დავაანონსეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი. ეს არის ის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც ავიაკომპანიამ ერთი წლის მანძილზე გააორმაგა ბაზირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობა.
ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოკლე პერიოდი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი მიმართულებები ემატება, როგორიცაა მესამე ბაზის 5 ახალი მიმართულება და მეოთხე უკვე კოპენჰაგენი და ის, რომ ზამთრის სეზონზე ემატება მეოთხე ბაზა ეს ნიშნავს, რომ ქუთაისის აეროპორტი არის ძალიან მზარდი აეროპორტი და მოთხოვნადი.
ეს არის აეროპორტი, რომელიც კარიბჭეა ევროპის მიმართულებით და საქართველოს აკავშირებს ევროპის 30-მდე ცენტრალურ ქალაქთან. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე ბაზირებული ხომალდი ნიშნავს არამხოლოდ მეტ შესაძლებლობას და მეტ მგზავრს, არამედ მეტ სამუშაო ადგილსაც. და მეოთხე ბაზა, საჰაერო ხომალდი შექმნის 40-მდე სამუშაო ადგილს.
ჩვენ ასევე მადლობას ვუხდი Wizz Air-ს გაწეული შრომისთვის, რომელსაც საქართველოს პოპულარიზაციაში დებენ, რაც ჩვენი ერთობლივი მიზანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს ცნობადი და წელს, 2023 წელი იქნება რეკორდული წელი, იქიდან გამომდინარე, რომ ველოდებით 1 მლნ მგზავრზე მეტს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რაც აქამდე მის ისტორიაში არ ყოფილა. ეს იქნება მისი განვითარების ახალი საფეხური“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
აღსანიშნავია, რომ დღეს ცნობილი გახდა, რომ Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წელს რიგი მეოთხე ბაზირებული ხომალდს Airbus A321neo-ს ამატებს. აღნიშნული ხომალდით კი პირდაპირი რეგულარული რეისები, კვირაში ორი სიხშირით ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში.
ბაზირებული ხომალდის დამატება ქუთაისის აეროპორტში გაზრდის რეისების რაოდენობას 28-მდე და დამატებით სიხშირეებს გახდის ხელმისაწვდომს ათენის, ბარსელონის, ბერლინის, დორტმუნდის, მემინგემის, მილანის, პარიზის, პრაღისა და რომის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.
2023 წლის 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან მესამე ბაზირებული ხომალდით დაიწყებს ოპერირებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. 2023 წლის ბოლომდე კი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30 მდე გაიზრდება.
უახლესი